ბიბლიოთეკა - კულტურის ოაზისი

ნიმუში

გთხოვთ მობრძანდეთ ჩვენს ბიბლიოთეკაში
გაეცანით მრავალფეროვან მასალასმხატვრულ ლიტერატურასტექნიკურ სახელმძღვანელოებსახალ ჟურნალ-გაზეთებს

ღონისძიებები

     2016 წლის 4 იანვარს პირველი მაისის ბიბლიოთეკაში ჩატარდა საახალწლო კარნავალი: „მრავალ, მრავალ ახალ წელს“.
     მოეწყო ლიტერატურული გამოფენები, კერძოდ: 
  1. „ქრისტეს გზა“;
  2. „ლევან სანიკიძე - 91“;
  3. „სახელმწიფო დროშის დღე“. 
     თებერვლის თვის ღონისძიებები:
  1. 8 თებერვალი - დიდი მეფის დავით აღმაშენებლის დაბადების დღეა;
  2. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა „ისევ გოლგოთა სისხლით და ცრემლით, შემოდიოდა სიკვდილი ცელით“.
     მარტის თვის ღონისძიებები:
  1. 3 მარტი დედის დღეა „დედავ სიცოცხლის დიდო საწყისო“;
  2. 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა.
     
    2016 წლის 31 მარტს  ბიბლიოთეკაში გაიმართა ზვიად გამსახურდიას დაბადების 77 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოსწავლეებმა მოამზადეს შესაბამისი თემები, ისაუბრეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის შესახებ, გაიხსენეს მისი ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი დეტალები, მოაწყვეს სტენდი.




აპრილის თვის ღონისძიებები


   2016 წლის 9 აპრილს გაუწყინარის სკოლაში პირველი მაისის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარის ხელმძღვანელობით მოეწყო ღონისძიება სახელწოდებით: „აღარ მიყვარხარ აპრილო, სისხლიანი გაქვს კალთაო“. მოსწავლეებს ესაუბრეს 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.







    2016 წლის 16 აპრილს გაუწყინარის საჯარო სკოლის შენობაში განთავსებულ პირველი მაისის ბიბლიოთეკაში გაიმართა ბიბლიოთეკის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიება: „უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა“, მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები, წაიკითხეს შესაბამისი სტატია, მათ სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა ნინო მეგენეიშვილმა და ბიბლიოთეკარმა იამზე ვეფხვაძემ.










   დამატებითი ფოტოსურათები იხილეთ გალერეაში.


    იხილეთ ვიდეოჩანაწერი (II ნაწილი)

მოეწყო გამოფენები, ტიციან ტაბიძე - 121;
თემატური საღამო: „პოეტი ცისფერყანწელი“;
რაფიელ ერისთავი - 192;
თემატური საღამო „როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა“.
შოთა რუსთაველი - 850;
„ჩემი ვეფხისტყაოსანი“.





მაისის თვის ღონისძიებები

     9 მაისს ბიბლიოთეკაში აღინიშნა დიდი სამამულო ომის დამთავრების 71-ე წლისთავი, თემატური საღამო „ქარიშხლიან დღეთა ფურცლები“.


2 0 1 7  წ ე ლ ი


     2017 წლის სამ თვეში პ/მაისის ბიბლიოთეკაში სკოლასთან მოსწავლეთა ჩართულობით ჩატარდა საახალწლო კარნავალი „მრავალჟამიერ სამშობლო ჩემო“. სცენას ამშვენებდნენ ნ. დუმბაძის, ჯ. ჩარკვიანის, ა. კალანდაძის, მ. მაჭავარიანის გმირები. დამდეგი ახალი წელი ახალგაზრდებს, ბავშვებს და მათ მშობლებს მიულოცეს გაუწყინარის საჯარო სკოლის დირექტორმა, მასწავლებლებმა, პ/მაისის ბიბლიოთეკარმა. პატარებს თოვლის ბაბუამ საჩუქრებიც დაურიგა.
            8 თებერვალს მოეწყო გამოფენა „დავითობა“- ხსენება საქართველოს უდიდესი მეფისა დავით აღმშენებლისა.
            16 თებერვალი ხმამაღლა კითხვის დღეა, „ჩვენ ვკითხულობთ ხმამაღლა“.
            21-25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა, „დღევანდელი დღე წასულზეა ჩაფიქრებული, მზეა, მაგრამ მაინც სუსხია“.
            მარტის თვეში მოეწყო შემდეგი სახის გამოფენები:
            3 მარტი - დედის დღე, „მე შენ მაჩუქე თვე გაზაფხულის“.
            8 მარტი-ქალთა საერთაშორისო დღე, „ვადიდოთ ქალი, ვადიდოთ დედა, ყოვლისმძლე, სიცოცხლის უშრეტი წყარო“.
            17 მარტი - იუბილე,  გურამ დოჩანაშვილი - 78;
27 მარტი - იუბილე, ოთარ ჭილაძე - 84;
31 მარტი - საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 78 წლის იუბილე.
პ/მაისის ბიბლიოთეკაში 2017 წლის სამ თვეში 200 მკითხველზე გაცემულ იქნა 2760 ცალი წიგნი, მათ შორის 16 წლამდე მკითხველებზე 986 ცალი, ხოლო 16 წელს ზემოთა ასაკის მკითხველებზე 1774 ცალი წიგნი.


2 0 1 8   წელი

     გაუწყინარის საჯარო სკოლის შენობაში განთავსებულ პირველი მაისის ბიბლიოთეკაში გაიმართა კითხვის საათი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გაუწყინარის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა:

ვიდეო 1
ვიდეო 2
ვიდეო 3
ვიდეო 4
ვიდეო 5
ვიდეო 7
ვიდეო 8
ვიდეო 9

1 მაისი, 2018 წელი



ამიერიდან გაუწყინარის სკოლაში განთავსებული პირველი მაისის ბიბლიოთეკის სიახლეები და ღონისძიებები გამოქვეყნდება

No comments:

Post a Comment